საქართველო საუკეთესო სამეულში და წლიური გაუმჯობესებით მსოფლიოში მეორე ადგილი - მსოფლიო ბანკმა შრომის პროდუქტიულობის 2024 წლის შედეგები გამოაქვეყნა. ეს მაჩვენებელი წინა წელს 10,4 %-ით გაიზარდა და 56 608 დოლარს გადააჭარბა. ზრდის ამ ორნიშნა ტემპით, საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ პოზიციაზე.
21-ე საუკუნის პირველ 24 წელიწადში, შრომის პროდუქტიულობა 786%-ით გაიანაში გაიზარდა. მეორე ადგილზეა ჩინეთი 506%-იანი ზრდით. მესამე ადგილი საქართველოს ერგო, ჩვენ ქვეყანაში შრომის პროდუქტიულობა 340%-ით გაიზარდა.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საკმაოდ დაბალი - 1%-ზე ნაკლები, დაფიქსირდა შრომის პროდუქტიულობის წლიური ზრდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამ ფონზე, საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ პარამეტრებზე აკეთებენ აქცენტს აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდში.
მსოფლიო ბანკის ანგარიშში ნათქვამია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ერთ დასაქმებულ ადამიანზე არის საკვანძო საზომი, იმის საჩვენებლად, თუ რამდენად სწორი მიმართულებით ვითარდება ქვეყნების ეკონომიკა.