20 ივნისი 2026,   11:42
ვრცლად
FBI-მ CIA-ს და FBI-ს ყოფილი დირექტორების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა - მედია

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილ დირექტორ ჯონ ბრენანისა და FBI-ს ყოფილი ხელმძღვანელის, ჯეიმს კომის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ამის შესახებ Fox News Digital-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

მედიის ცნობით, საქმე ეხება სავარაუდო დანაშაულებს, რომლებიც წარსულში ჩატარებულ გამოძიებებთანაა დაკავშირებული, კერძოდ - 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე ბრალდებების გამოძიებას. სწორედ ამ არჩევნებში დაამარცხა ტრამპმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი.

გამოძიების დეტალები ამ დრომდე უცნობია - განმარტება ჯერ არცერთ უწყებაში არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები