თორნიკე რიჟვაძე კვლავ მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა შეინიშნება დადებითი დინამიკა.
"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე. უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა, ყველა დარგის ექიმის სპეციალისტის კონსულტაცია და მისი მდგომარეობა შეესაბამება დაზიანების სიმძიმეს“, - აცხადებს თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავჯდომარე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ დილით საგარეჯოდან გადაიყვანეს, მას ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული და დაზიანებული აქვს ფილტვი.