უკრაინაში ომი გრძელდება, რუსეთი კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით უტევს. როგორც შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რუსული დრონი, რომელიც ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზეა, ძირითადად კიევისა და კიევის ოლქის მიმართულებით მოძრაობს.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ დრონებით შეტევა ხორციელდება ჩერნიჰივის, კიროვოგრადის, ნიკოლაევისა და ჩერკასკის ოლქებზეც. რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმა 4 ივლისის ღამესაც განახორციელა. რაკეტებითა და დრონებით მასშტაბური შეტევის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა.