08 ივლისი 2025,   09:22
ვრცლად
შექსპირის უკვდავი ტრაგედია ქართულ-ჩინური ელფერით - მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, ამჯერად პიესას ქართველი და ჩინელი მსახიობები გააცოცხლებენ

"ჰამლეტი" - ტრაგედია, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე კულტურულ დიალოგად იქცა.

პირველად საქართველოში წარმოდგენილია ქართულ-ჩინური კოპროდუქცია - ერთ სცენაზე ორი კულტურის შეხვედრა და უნივერსალურ კითხვაზე პასუხის ძიება - "ყოფნა თუ არ ყოფნა"?

წარმოდგენა ერთდროულად ორი ქვეყნის მსახიობებს, თეატრალურ ტრადიციებსა და თანამედროვე ხედვას აერთიანებს, ამ ერთიანობის სულისჩამდგმელი ქართველი რეჟისორია, რომელმაც შექსპირის პიესა თანამედროვე რეალობას იდეალურად მოარგო.

პროექტის იდეა, ჩინეთში მცხოვრებ ქართველებს ეკუთვნის, მათ საქართველოდან რეჟისორი მიიწვიეს და როცა იდეიდან სცენამდე ერთი ნაბიჯი იყო - ჰამლეტის დადგმა გადაწყვიტეს.

შექსპირის ტრაგედიის ეს ვერსია პირველად სწორედ შანხაის თეატრის სცენაზე გაცოცხლდა. ჩინელმა მაყურებელმა ცხრა წარმოდგენა იხილა და ყველა მათგანი ანშლაგით დასრულდა.

ინოვაციურ პროექტში ჰამლეტი მხოლოდ ერთი პერსონაჟი არ არის, ის იცვლის სახეებს, როლებს, და საბოლოოდ იმ სარკედ იქცევა, რომელშიც მაყურებელი საკუთარ თავს ხედავს.

სპექტაკლში განსაკუთრებულ როლს, მუსიკა, სცენოგრაფია და განათება თამაშობს.

საქართველოსა და ჩინეთის პირველ, ერთობლივ დადგმასა და შექსპირის კლასიკური შემოქმედების რეინვენციას მაყურებელი 5 და 6 ივლისს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე შეძლებს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები