"სხვა კონტინენტზე ხომ არ ხდება ეს ყველაფერი? აქვეა ხომ?! ხომ ვიცით, თვალები გვაქვს, ყურები გვაქვს და მოსახლეობა არის იქ, რომელიც პირდაპირ ამბობს, არის ტერიტორია, 1 მილიონი კვმ, სადაც მანამდე შევდიოდით, რომელსაც ვიყენებდით, გიორგი გახარიას ქმედების შემდეგ ვეღარ ვიყენებთ. არ იდგა იქ რუსეთის საოკუპაციო ჯარი, დგას ახლა" - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩორჩანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
"თავად ისტორია გაირკვა, რაც არის. ჩვენ ვნახეთ გიორგი გახარია, რომელიც აპრილში ამტკიცებდა, რომ ამ ტერიტორიაზე იყო მანამდე კონტროლი სრული სახელმწიფოს და ხელისუფლების და იყო რისკი ეს კონტროლი დაკარგულიყო და ამიტომ ჩადგა საგუშაგო. რამდენიმე დღის წინ, მან თქვა, რომ საქართველო ისედაც ვერ აკონტროლებდა ამ ტერიტორიას და არაფერი არ დავკარგეთო. სხვა კონტინენტზე ხომ არ ხდება ეს ყველაფერი? აქვეა ხომ?! ხომ ვიცით, თვალები გვაქვს, ყურები გვაქვს და მოსახლეობა არის იქ, რომელიც პირდაპირ ამბობს, არის ტერიტორია, 1 მილიონი კვმ, სადაც მანამდე შევდიოდით, რომელსაც ვიყენებდით, გიორგი გახარიას ქმედების შემდეგ ვეღარ ვიყენებთ. არ იდგა იქ რუსეთის საოკუპაციო ჯარი, დგას ახლა. ასე, რომ ამ მხრივ ყველაფერი გაირკვა," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.