"არიან მარიონეტი ფიგურები, რომლებიც სრულად იმართებიან გარედან. ეს დადასტურდა იმით, რომ არჩევნებზე ლამის ხელით დაატარებდნენ და მათ მესიჯებს ულაგებდნენ, იმეორებდნენ უცხოელები, რათა რაღაცნაირად იქნებ გაეთრიათ ხელისუფლებაში," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, იქნება ეს დაფინანსება, თუ პოლიტიკური მხარდაჭერა, ოპოზიცია სრულად ჩამოკიდებულია უცხო ძალებზე.
"ვისზე დადო ფსონი იმ ე.წ. ევროპამ, რომელშიც აღარაფერი ევროპული აღარ არის. ვისზე დადო ფსონი, ვინ დადიოდა საარჩევნო კამპანიაში, რომელი ქვეყნების ელჩები იყვნენ პირდაპირ ჩართული, რათა მოეყვანათ ხელისუფლებაში სააკაშვილი და მისი ხელის პოლიტიკოსები?
ხოლო რაც შეეხება ბულინგს, აიტანონ ახლა ერთმანეთის ბულინგი. ეს მათი შიდა პრობლემაა. არიან მარიონეტი ფიგურები, რომლებიც სრულად იმართებიან გარედან. ეს დადასტურდა იმით, რომ არჩევნებზე ლამის ხელით დაატარებდნენ და მათ მესიჯებს ულაგებდნენ, იმეორებდნენ უცხოელები, რათა რაღაცნაირად იქნებ გაეთრიათ ხელისუფლებაში. ეს დასტურდება მათი ყოველდღიური ქცევით, მათ შორის, იმით, რომ ყოველ მესამე დღეს უცხოეთში სხედან. რა უნდათ უცხოეთში? ხომ არის გამონათქვამი, რომ ქვეყნის საკითხები არ უნდა წყდებოდეს მის ფარგლებს გარეთ. მათ უნდათ, რომ საქართველოს საკითხები გადაწყდეს სხვა დედაქალაქებში," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.