09 ივნისი 2026,   00:56
ვრცლად
"ცივი იარაღის გამოყენებით, გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა" - პოლიციამ დაჭრის ფაქტზე ზ.ჰ. დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ზ.ჰ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 ივლისს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1982 წელს დაბადებული რ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზ.ჰ. მომხდარიდან მალევე - ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები