ხვალ შეკვეთილში, ატრაქციონების პარკი ციცინათელა გაიხსნება. პარკი 2025 წლის სეზონს განახლებული ხვდება. სამუშაოები "სთარინგ ჯორჯიამ" ჩაატარა. ტექნიკურ ნაწილთან ერთად შეიცვალა ციცინათელას კონცეფციაც. გასართობ პარკში მისულ ბავშვებს თავგადასავლები ელოდებათ.
შეცვლილია პარკით სარგებლობის წესები, მაგალითად: მოწევა ნებადართულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ზონებში. ოთხფეხა მეგობარს, რომელიც 7 კილოგრამს აღემატება, აუცილებლად უნდა ეკეთოს ალიკაპი. პროექტში დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა.