სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, ევროპელ და აზიელ კოლეგებთან ერთად, გარეული ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის მეთოდებს განიხილავენ.
შემუშავდა გეგმა, რომელიც რეგიონულ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული და გარეული ცხოველების ჯანმრთელობის მართვას მოიცავს; დაავადებების გავრცელების შემთხვევაში კი, რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას ველური ბუნების სიჯანსაღისა და მდგრადი სამყაროს შექმნაში.