შეთანხმება, რომელსაც ქართულმა და ბერძნულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს, უკვე ძალაშია. საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთში ავტომობილით გადაადგილება, გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, ქართული მართვის მოწმობით შეუძლიათ. მძღოლის ლიცენზიის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, ბერძნული მხარისგან თანაბარი ძალის მქონე დოკუმენტს მიიღებენ.
საბერძნეთი მესამე ქვეყანაა, სადაც ქართული მართვის მოწმობა აღიარეს. შეთანხმებაში საუბარია საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საბერძნეთში კანონიერად იმყოფებიან.
გადაწყვეტილება მართვის მოწმობის 15 კატეგორიაზე ვრცელდება. ათენში მდებარე დოკუმენტების სერვისების სააგენტოში ამბობენ, რომ გამარტივებული პროცედურა ემიგრანტებს, დასაქმების მიმართულებითაც დაეხმარება.
ქართული მართვის მოწმობა საბერძნეთის გარდა უკვე აღიარებულია ირლანდიასა და ესპანეთში.