21 აგვისტო 2026,   09:24
ვრცლად
ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს, თუმცა მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯები, სანქციების წრე უნდა გაიზარდოს - ანა წითლიძე

"ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს, თუმცა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ჩვენთვის გამოიხატება სანქციების გაფართოებაში, სანქციების წრე უნდა გაიზარდოს," - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დღეს დაგეგმილი დებატების კონტექსტში ისაუბრა.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს ის, რომ მათი აზრი საერთაშორისო პარტნიორებს არ აინტერესებთ.

"ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, შესაბამისად, ეს არის ჩვენი მოლოდინი. "ქართულმა ოცნებამ" 13 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული მომავლის იდეა დაესამარებინა, რომ საქართველოს დელეგაციას აღარ ჰქონოდა სტატუსი და არ ყოფილიყო მოქმედი ევროსაბჭოში და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო იყოს იზოლაციაში. ამიტომაც, თუ ვინმეს უნდა დააბრალოს "ქართულმა ოცნებამ" ის, რომ მათი აზრი საერთაშორისო პარტნიორებს არ აინტერესებთ, უნდა დააბრალონ მხოლოდ საკუთარ თავს," - აცხადებს ანა წითლიძე.

დღის ამბები