რუსთავში, შიდასაუბნო სივრცეების მოწესრიგება გრძელდება. ახალი საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა კიდევ ორ მისამართზე- ნიკოლაძის ქუჩისა და მე-8 მიკრორაიონის შიდა ტერიტორიაზე იწყება.
განახლდება ძველი სპორტული მოედანი, მოეწყობა ბავშვთა გასართობი, სპორტული და საპარკინგე ზონები, ასევე გაკეთდება მულტიფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე. ორივე პროექტის სარეაბილიტაციო ფართობი 5 600 კვადრატული მეტრია.