საქსტატის ხელმძღვანელმა 2024 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარ შედეგებზე ისაუბრა.
მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე ჩატარდა.
14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 მილიონ 914 ათასი ადამიანი შეადგინა, საიდანაც 53% ქალია, 47% კი - მამაკაცი.
აღწერის საბოლოო შედეგი 2026 წელს გამოქვეყნდება.