პროექტი "ჯარის ბანაკი" ოფიციალურად გაიხსნა. თავდაცვის სამინისტრო წელს მოსწავლეებს უკვე მესამედ მასპინძლობს. ცერემონია კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში გაიმართა.
საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პრემიერმა, პრეზიდენტმა, თავდაცვის და განათლების მინისტრებმა. წელს "ჯარის ბანაკი" ათას 700-ს მოსწავლეს უმასპინძლებს.