21 აგვისტო 2026,   09:22
ვრცლად
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს მაკა ბოჭორიშვილს და გივი მიქანაძეს ელოდებიან - თემა, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანო ქმედებებია

ბოლო 13 წლის განმავლობაში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები - ამ თემის განხილვით დაიწყება დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელი სხდომა.

საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე მიწვეული არიან საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

მაკა ბოჭორიშვილსა და გივი მიქანაძეს გამოკითხვაზე 10 საათისთვის ელოდებიან.

დღის ამბები