პოლიციამ კახეთში მომხდარი მკვლელობა გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ლაგოდეხში, ურთიერთშელაპარაკებისას, 57 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.