01 სექტემბერი 2026,   07:03
ვრცლად
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე - "თვითმმართველობის არჩევნები, ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს მათ პოლიტიკურ ველზე არსებობას"

"თვითმმართველობის არჩევნები, ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს მათ პოლიტიკურ ველზე არსებობას," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ერთადერთი მიზანი, ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

"რადიკალებში ყოველთვის ქაოსი იყო - მათ ერთმანეთი საშინლად სძულთ. მათ ერთადერთი წყურვილი აქვთ, რომ როგორღაც ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, რასაც, რასაკვირველია, ქართველი ხალხი არასოდეს დაუშვებს.

ნაწილი გამოდის ინიციატივით, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს, თუმცა არის ამ რადიკალთა შორის გარკვეული ძალები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, თუმცა პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ქართველმა ხალხმა მათ საბოლოოდ გამოუტანა განაჩენი და საბოლოოდ დაუსვა წერტილი - რადიკალთა ადგილი პოლიტიკურ ველზე არ იქნება და ვერ იქნება.

რევოლუციისთვის უნდა ფიქრობდეს ქართველი ადამიანი საქართველოში, თუ იმაზე, რომ როგორღაც ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს, ამ ბეწვის ხიდზე ფრთხილად გაიაროს და სამშვიდობოს გაიყვანოს საკუთარი სამშობლო?! ეს არის მათი ნარატივი - როგორღაც ჩაიგდონ ძალაუფლება ხელში, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები, ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს მათ პოლიტიკურ ველზე არსებობას, დარწმუნებული ვარ," - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.

დღის ამბები