"ძალიან ვწუხვართ, რომ ევროპულ მიმართულებას, ანუ ჩვენს პოლიტიკურ პოზიციას სერიოზულ ზარალს აყენებს ასეთი გამოვლინებები, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩისაგან," - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, გიორგი ვოლსკი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას.
მისივე თქმით, არ შეიძლება, რომ ევროკავშირის ელჩი "ძალადობის წამხალისებლად იყოს წარმოჩენილი".
"ძალიან მძიმე თემაა. ჰერჩინსკის ევროკავშირის წარმომადგენლის ელჩის სახელი ჰქვია და არ შეიძლება, ძალადობის წამხალისებლად იყოს წარმოჩენილი. ევრობიუროკრატიასთან დაპირისპირების რა ფორმაც არ უნდა გვქონდეს გარკვეულ პრინციპებთან დაკავშირებით, მაინც, საგარეო კურსის მიხედვით, ჩვენთვის მთავარი არის ევროპული მიმართულება და ძალიან ვწუხვართ, რომ ევროპულ მიმართულებას, ანუ ჩვენს პოლიტიკურ პოზიციას სერიოზულ ზარალს აყენებს ასეთი გამოვლინებები, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩისაგან," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.