01 სექტემბერი 2026,   07:03
ვრცლად
გიორგი სოსიაშვილი - ევროპის განვითარებულ ქვენებში, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა საკმაოდ მკაცრი სასჯელის საფუძველი ხდება ხოლმე, მათ შორის სისხლის სამართლის დევნისა, უფრო მკაცრი სასჯელია ამერიკაში

როგორია პარლამენტის საგამოძიებო კომისიებში გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული სანქციები ევროპულ და ამერიკულ პრაქტიკაზე დაყრდნობით? -  პარლამენტის საგამოძიებო კომისიებში გამოუცხადებლობისთვის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სანქციები განსხვავდება, თუმცა, უმეტეს ქვეყანაში, დაუმორჩილებლობა სერიოზულ სამართალდარღვევად მიიჩნევა და სისხლის სამართლის კანონმდებლობითაც ისჯება.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების უმეტესობას, კანონიერი უფლება აქვთ გამოიძახონ მოწმე და მოითხოვონ დოკუმენტები. ზოგ ქვეყანაში საჯარო მოხელეებს აღნიშნული კანონმდებლობის დაცვა მკაცრად ევალებათ.

აღნიშნულ საერთაშორისო პრაქტიკასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება, სადაც კვლავ ორმაგ სტანდარტზე ასუბრობენ: 

"საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა, პირდაპირ ნიშნავს სახელმწიფოსადმი უპატივცემულობას. ევროპის რიგ განვითარებულ ქვენებში, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა საკმაოდ მკაცრი სასჯელის საფუძველი ხდება ხოლმე, მათ შორის სისხლის სამართლის დევნისა. მაგალითად იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში. კიდევ უფრო მკაცრი სასჯელია ამერიკაში. როდესაც საუბარი გვაქვს ჩვენ, რომ უნდა ვიყოთ ევროპული სტანდარტების ქვეყანა, ამ შემთხვევაში როგორ უნდა გავიაზროთ ევროპელი ბიუროკრატების ეს შეფასება, გვაქვს თუ არა ორმაგ სტანდარტებთან საქმე? - რა თქმა უნდა, გვაქვს.  ანუ, ევროპის ქვეყნებში თუკი საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდება ადამიანი და დაუმორჩილებლობას გამოუცხადეს, სახელმწიფო ინტერესებს ფეხქვეშ გათელავს, იქ უნდა დაისაჯოს და ჩვენთან, საქართველოში თუ ადამიანს რაიმეპასუხისმგებლობას დააკისრებ, ეს არის დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვა,"- აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.

 

დღის ამბები