იუსტიციის სახლის 125-ე ფილიალი, განახლებულ შენობაში, გაიხსნა საგარეჯოში - ადგილზე მომხმარებელს უკვე დღეიდან შეუძლია 500-მდე სერვისის მიღება. ეს კახეთის რეგიონში რიგით მე-19 იუსტიციის სახლია. მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე მიმდინარეობს დამატებით კიდევ ერთის მშენებლობა, ახმეტაში.
საგარეჯოს იუსტიციის სახლი პრემიერმა იუსტიციის მინისტრთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან ერთად გახსნა.