"დამასკოს" კარიბჭისკენ მიმავალ კიბეებზე, რომელიც იერუსალიმის ძველი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი შესასვლელია, ბარიკადებია აღმართული.
ჯარისკაცები ძველ ქალაქში შესვლის იმედით მისულ ტურისტებს აფრთხილებენ, რომ ყველაფერი დაკეტილია.
BBC-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ძველი ქალაქი ჩაკეტეს და ქუჩები ცარიელია. ამას კი უძველესი ჩიხების უჩვეულო სიჩუმე ადასტურებს.