
ქუთაისში "გემოფესტი" მიმდინარეობს. წელს, უკვე მესამედ, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური სივრცეებია მოწყობილი.
წარმოდგენილია კვების და ღვინის 50 ობიექტი. დღის ბოლოს, გაიმართება კონცერტი. "გემოფესტი" უქმეებზეც გაგრძელდება.