08 ივლისი 2025,   08:11
ვრცლად
ქართველი ხალხის შეურაცხყოფა საგარეო საქმეთა მინისტრისთვის პოლონეთის პრემიერის ის განცხადებაა, სადაც დონალდ ტუსკი ღიად ამბობს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მომხრეა

ქართველი ხალხის შეურაცხყოფა საგარეო საქმეთა მინისტრისთვის პოლონეთის პრემიერის ის განცხადებაა, სადაც დონალდ ტუსკი ღიად ამბობს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მომხრეა. სწორედ ამისთვის იბრძვის ქართული ოპოზიცია მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, უკვე დიდი ხანია. თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, საკითხს ბრიუსელში ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს.

დონალდ ტუსკმა თქვა, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ან შეზღუდვის მიზნით ევროკავშირში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მუშაობს. მიზეზად პოლონეთის პრემიერი მიგრაციასთან დაკავშირებულ წუხილს ასახელებს.

ტუსკის ამ განცხადების მიზანი მმართველი გუნდის შეფასებით, საზოგადოების მუქარა და საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაა.

ოპოზიცია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკებზე საუბრობს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ტუსკის განცხადებას შანტაჟს უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თუმცა, მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთი მუქარები ქართულ საზოგადოებაზე არ მოქმედებს, რომელსაც საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს. პარლამენტის თავმჯდომარე კი, ტუსკის განცხადებას საქართველოში ხელისუფლების შეცვლის სურვილს უკავშირებს.

დონალდ ტუსკმა განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით პოლონეთის პარლამენტში მისთვის ნდობის გამოცხადების სხდომაზე გუშინ გააკეთა.

დღის ამბები