პაატა ბურჭულაძე ეროვნულ ყრილობას აანონსებს, რაც მისივე თქმით, მესამე რესპუბლიკის შექმნას ნიშნავს. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უპასუხა კითხვას, თუ რატომ გადაწყვიტა სალომე ზურაბიშვილის "წინააღმდეგობის პლატფორმის" ალტერნატივის შექმნა - პასუხად პაატა ბურჭულაძემ იდეებს შორის განსხვავებებზე ისაუბრა და თქვა, რომ პლატფორმა არ უნდა აერთიანებდეს პარტიებს.
მმართველი გუნდის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძემ სალომე ზურაბიშვილს სიყეყეჩეში აჯობა.
"დიდი ინტელექტით არც სალომე ზურაბიშვილის განცხადებები გამოირჩევა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პაატა ბურჭულაძემ აჯობა სიყეყეჩეში ყველას. ეს არ არის შიგნით დაწერილი სცენარი, პაატა ბურჭულაძე კარგად მღეროდა, უმღეროდა პუტინს, მაგრამ უნიჭო ადამიანია ზოგადად, თუ ყეყეჩი არა. მაგრამ მე მგონია, რომ საკმაოდ სერიოზული კონკურენტები ჰყავს სალომე ზურაბიშვილის სახით და საკმაოდ ბოროტი კონკურენტები ჰყავს „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ პოლიტიკურ ლიდერებს შორისაც“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ავტორი: ნანა გოგატაძე