პაატა ბურჭულაძე ეროვნულ ყრილობას აანონსებს, რაც მისივე თქმით, მესამე რესპუბლიკის შექმნას ნიშნავს. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უპასუხა კითხვას, თუ რატომ გადაწყვიტა სალომე ზურაბიშვილის "წინააღმდეგობის პლატფორმის" ალტერნატივის შექმნა - პასუხად პაატა ბურჭულაძემ იდეებს შორის განსხვავებებზე ისაუბრა და თქვა, რომ პლატფორმა არ უნდა აერთიანებდეს პარტიებს.
ოპოზიციაში ბურჭულაძის განცხადებას ეხმაურებიან - "ლელოში" აცხადებენ, რომ რეალური სივრცე, სადაც შეიძლება სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მსჯელობა, არის სალომე ზურაბიშვილის "წინააღმდეგობის პლატფორმა".
"ერთადერთი სივრცე, სადაც შეიძლება სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მსჯელობა, ამაზე გვაქვს დაფიქსირებული პოზიცია, რომ უნდა მოხდეს „წინააღმდეგობის პლატფორმაზე“ სალომე ზურაბიშვილთან. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ბატონ პაატა ბურჭულაძეს და ყველა ინიციატივას მივესალმებით, რომელიც გამომდინარეობს საზოგადოებიდან“, - აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი სიორიძე.
ავტორი: ნანა გოგატაძე