20 აგვისტო 2026,   06:45
ვრცლად
ადამიანები, რომლებიც ხშირად სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, საკუთარ სიცოცხლესაც კი სწირავენ - 12 ივნისი მეხანძრე-მაშველების პროფესიული დღეა

მეხანძრე მაშველები მიდიან იქ, სადაც საჭიროა სიმამაცე, სწრაფი მოქმედება და პროფესიონალიზმი. ისინი ხშირად სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, საკუთარ სიცოცხლესაც კი სწირავენ.

12 ივნისი მეხანძრე-მაშველების პროფესიული დღეა. სპეციალური ღონისძიება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზაზე გაიმართა. მოეწყო სამაშველო ღონისძიებების სიმულაციური ჩვენება.

"სამაგალითოა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა" – მეხანძრე მაშველის პროფესიულ დღეს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი. მისალოცი წერილი გაავრცელა პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძე მათ ერთგული სამსახურისთვის მადლობას უხდის. მეხანძრე მაშველებს ულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრი და პირობას დებს, რომ ეს საქმე მომავალში კიდევ უფრო დაფასდება.

აღსანიშნავია უახლესი ფაქტიც, რომელიც ქართველი მეხანძრე-მაშველების გმირობების ისტორიის ნაწილად უკვე იქცა. გუშინ, მაშველებმა 7 წლის ბავშვი, რომელიც მდინარის დინებამ გაიტაცა, უვნებლად გადაარჩინეს. გაწეული სამაშველო ღონისძიებების შედეგად, მარტვილში მცხოვრები მოზარდი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები