20 აგვისტო 2026,   09:23
ვრცლად
"ჩვენი საბანკო სისტემა განუხრელად იცავს საერთაშორისო სანქციებს" - ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში გასული წლის ანგარიში წარადგინა.

ნათია თურნავამ ისაუბრა ეროვნული ვალუტის სტაბილურობის, სარეზერვო აქტივების, საპროცენტო განაკვეთის, სავალუტო ფონდთან ურთიერთობის საკითხებზე. საფინანსო სისტემის გამოწვევებსა და მიღწევებზე კითხვები დასვეს დეპუტატებმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს საბანკო სისტემა განუხრელად იცავს საერთაშორისო სანქციებს.

"ჩვენი საბანკო სისტემა განუხრელად იცავს საერთაშორისო სანქციებს. ეს არის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი საფინანსო, საბანკო სისტემა არის მჭიდროდ ინტეგრირებული როგორც რეგიონის, ასევე, გლობალურ საფინანსო სისტემაში. აქ ჩვენი წამყვანი ბანკები, მათ შორის, "საქართველოს ბანკიც" არის, ივაჭრება მათი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე. უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო ინვესტორები წარმოდგენილები არიან უპირატესად ამ სექტორში. ასევე, საფინანსო ინსტიტუტებიც არიან ერთ-ერთი მიმწოდებლები უცხოური ვალუტის, ხოლო უცხოური ვალუტის სესხები და დეპოზიტები ჯერ კიდევ დიდი დოზითაა წარმოდგენილი ჩვენს საბანკო სისტემაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით ნდობა იყოს და ბანკები განუხრელად იცავდნენ სანქციებს. ჩვენ კი ამის ზედამხედველობა განვახორციელოთ. მეორე, ასევე უმნიშვნელოვანესი, ფაქტორი არის ადგილობრივი, ჩვენი ქართული კანონმდებლობის დაცვა," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები