ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა. გადაწყვეტილების შესახებ კრისტინა საულიტემ სეიმში, დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა.
სხდომაზე ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებსა და პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებს განიხილავდნენ.
საულიტემ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მას სხვის შეცდომებს აბრალებენ, არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური მხარდაჭერა, ამიტომ თანამდებობიდან მიდის.