20 აგვისტო 2026,   10:00
ვრცლად
საქართველოს ჩინეთის გუანდუნის პროვინციის დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს ჩინეთის გუანდუნის პროვინციის დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, გაიმართა საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კონფერენცია. ღონისძიებას 15 ჩინური კომპანია და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

"დაახლოებით 1 თვის წინ ვიყავით დელეგაციით გუანჯოუში, გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია ის, რაც ხდება დღეს ჩინეთსა და საქართველოს შორის - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და სტრატეგიული თანამშრომლობა, ეს 3 წინსვლა გვაძლევს ძალიან კარგ საფუძველს, რომ გრძელვადიანი პროექტები განვახორციელოთ ჩინელებთან ერთად", - აცხადებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.

დღის ამბები