21 აგვისტო 2026,   05:20
ვრცლად
10 ივნისს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, 10 ივნისს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კომპანიის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. მათივე ცნობით, ელექტროენერგიის შეზღუდვისა და აღდგენის გრაფიკი ასეთია:

06:00-დან 06:10 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მისაქციელი, ახატანი, ბიწმენდი, კოტორაანთკარი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში;

10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩანადირთკარი, საკრამული, ნაგლიანთკარი, ბაზალეთი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში სარაჯიშვილის, ჩოლოყაშვილის, ბერი გობრონის, ზემოუბნის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში აღმაშენებლის, 26 მაისის, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:15-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა და მიმდებარე სოფლებში.

დღის ამბები