20 აგვისტო 2026,   05:36
ვრცლად
დედაენის ბაღმა სამხედრო ორკესტრის საიუბილეო კონცერტს უმასპინძლა

დედაენის ბაღში სამხედრო ორკესტრის საიუბილეო კონცერტი გაიმართა. ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრს 33 წელი შეუსრულდა. ორკესტრის მიერ შესრულებული მარშის აკომპანირებით საპატიო ყარაულის სამხედროებმა საჩვენებელი გამოსვლა გამართეს. სასულე ორკესტრის მუსიკოსებმა დასარტყამი და ჩასაბერი ინსტრუმენტებით ცნობილი ქართული და უცხოური კომპოზიციები, კინოფილმების საუნდტრეკები, მარშები და ქართული ჯაზ-კომპოზიციები შეასრულეს.

დღის ამბები