მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას - სულიწმინდის გადმოსვლის დღეს აღნიშნავს. ის ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.
სახარების მიხედვით, ამ დღეს ქრისტეს მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის სახით გადმოვიდა და მათ სხვადასხვა ენაზე ქადაგების უნარი მიეცათ, რათა ქრისტიანობა მთელს მსოფლიოში გაევრცელებინათ.
სულთმოფენობის ტრადიცია ტაძრების ყვავილებით მორთვაა.