21 აგვისტო 2026,   09:52
ვრცლად
ნაჩო სანჩესის განცხადება და შეფასებები - მმართველი გუნდი ევროპარლამენტარს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

მმართველი გუნდი ნაჩო სანჩესის იმ განცხადებას აფასებს, რომელიც მან "ქართული ოცნების" წევრების სანქცირებასთან დაკავშირებით გააკეთა. სახელისუფლებო პარტია ევროპარლამენტარს მოუწოდებს, წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები, მათ შორის, დაასახელოს გვარები, თუ ვინ ითხოვდა ევროკავშირისგან სანქციების მოხსნას.

"ოცნებაში" ამბობენ, რომ უცხოელ აქტორებს უფლება არ აქვთ, ლობისტური განცხადებები ფაქტების გარეშე აკეთონ.

ევროპარლამენტარმა მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როდესაც სახელისუფლებო პარტიის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების ეფექტურობაზე საუბრობდა.

ვინ დარეკა - ეს ინფორმაცია არც ხელისუფლების ოპონენტებს აქვთ, თუმცა, ამის მიუხედავად, მათ ნაწილს ევროპარლამენტარის სიტყვების უაპელაციოდ სჯერა.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ევროპარლამენტის მორიგი წევრის მორიგი უსაფუძვლო განცხადება არა "ქართულ ოცნებას", არამედ თავად ევროკავშირის იმიჯს აზიანებს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სწორედ მსგავსი დეზინფორმაციები აღვივებს საქართველოში ევროსკეპტიციზმს.

"ქართული ოცნების" შესახებ განცხადება ნაჩო სანჩესმა ევრონესტის დელეგაციის სხდომაზე, საჯარო გამოსვლისას გააკეთა.

დღის ამბები