პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, "დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი ყველანაირ ზღვარს გადასცდა." ამ სიტყვებით სოსიაშვილი დიპლომატების როლის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
"დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი ყველანაირ ზღვარს გადასცდა, ყველანაირი ხაზები გადაკვეთა იმ თვალსაზრისით, რომ მათ უხეშად დაარღვიეს ვენის კონვენციის 41-ე მუხლი. [ეს მუხლი] მათ პირდაპირ ავალდებულებს, რომ ეკრძალებათ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ასე უხეშად აფათურებენ ხელს ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში", - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში დიპლომატია გამოიყენება მისი რეალური მიზნის სრულიად საპირისპირო შედეგების მისაღწევად - პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, მათი გაღვივებისთვის.