ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩესის განცხადებას, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ეხმაურება და მას ზედაპირულ ადამიანს უწოდებს. ვოლსკის შეფასებით, არ არსებობს დასანქცირებული ადამიანი, ვინც ევროპარლამენტში რეკავს და პრობლემის მოგვარებას ითხოვს.
საუბარია განცხადებაზე, სადაც სანჩესმა "ევრონესტის" დელეგაციის სხდომაზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" სანქცირებული წევრები ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში რეკავენ და ინტერესდებიან, რა ბედი ეწევა მათ აქტივებს.
"გულუბრყვილოა განცხადება, თავად სანჩესსაც კარგად ვიცნობ, თავადაც ასეთი გულუბრყვილო, მსუბუქი, ზედაპირული ადამიანია. მე ვერ ვიტყოდი, რომ იგი სერიოზული პიროვნებაა, ვინც პოლიტიკაზე გავლენას ახდენს. რასაკვირველია, მისი განცხადება ამ შემთხვევაში უფრო სულელურია, სხვა შეფასებას ვერ მივცემ, ვინაიდან არ არსებობს ასეთი გულუბრყვილო ადამიანი, გინდ ე.წ. დასანქცირებულთა შორის, რომელიც ამ ადამიანს ან საერთოდ ევროპარლამენტარებს მიმართავენ ამ პრობლემის მოგვარების საკითხზე", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.