21 აგვისტო 2026,   09:52
ვრცლად
"ვინც იქნება ამ "მაშველი რგოლის" სტატუსის შემსრულებელი, შეუძლებელია აღვიქვათ რეალურ ოპოზიციურ ძალად, ეს გახდება სისტემური ოპოზიცია" - ირაკლი ფავლენიშვილი

"ვინც იქნება ამ "მაშველი რგოლის" სტატუსის შემსრულებელი, შეუძლებელია აღვიქვათ რეალურ ოპოზიციურ ძალად, ეს გახდება სისტემური ოპოზიცია," - ასე გამოეხმაურა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ფავლენიშვილი, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" გადაწყვეტილებას, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ.

"მოლოდინი იმის, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ უნდა გაზარდონ ნდობა, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და არ შეხვედი არჩევნებში, რა თქმა უნდა, არაადეკვატურია," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 4 ბარიერგადალახული პარტიიდან ორმა - კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" და პარტიამ "გახარია - საქართველოსთვის" ღიად გამოხატა, ხოლო დანარჩენი ორი - კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და კოალიცია "ცვლილებებისთვის" არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მონაწილეობის მზაობისთვის კოლეგებს მკაცრად აკრიტიკებს.

დღის ამბები