ერევანში, ქართული კულტურის დღეებზე ჯგუფ "Goofy Land"-ის კონცერტი გაიმართა.
დიანა აბგარის პარკის საგამოფენო სივრცეში მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა.
სომხეთის დედაქალაქში ქართული კულტურის დღეები დღეს, ანსამბლ "ერისიონის" შოუ პროგრამით - "ქართული საგანძური" და ქართული ტრადიციული სამოსისა და სამკაულების გამოფენით დასრულდება.