21 ივნისი 2026,   03:17
ვრცლად
ასობით დრონი და ათობით ბალისტიკური რაკეტა - რუსეთის აგრესიის სამიზნე უკრაინაში კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობაა

ასობით დრონი და ათობით ბალისტიკური რაკეტა - ოკუპანტის აგრესიის სამიზნე კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობაა. საჰაერო თავდაცვის სისტემა, კიევის თავზე რუსეთის დარტყმების მოგერიებას, მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. კომბინირებული თავდასხმის შედეგად, ქალაქში 16 აფეთქება მოხდა. არის მსხვერპლი. სამაშველო ოპერაციის დროს 3 მეხანძრე დაიღუპა. დაჭრილია 40 მოქალაქე.

კიევის დაბომბვის შესახებ განცხადება, დღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. გამოქვეყნებულ ტექსტში წერია, რომ თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ განხორციელებულ ბოლოდროინდელ დარტყმებზე პასუხი იყო.

ბოლო 24 საათში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით აფეთქებებია: ბრიანსკის, როსტოვის, ვორონეჟის, კალუგის, კურსკის, ორლოვის, ტულის, ბელგოროდის და ტამბოვის ოლქებშიც. მოსკოვის რეგიონისა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე. მედიის ცნობით, იწვის სარატოვის და რიაზანის ოლქებში მდებარე ენგელსის და დიაგილევის აეროდრომები. აფეთქებულია საბრძოლო ინფრასტრუქტურა და საწვავის რეზერვუარები.

მხარეებს შორის მიმდინარე დაპირისპირების შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის დროს, ჟურნალისტებს პუტინთან სატელეფონო საუბრის დეტალები გააცნო,

ტრამპის ამ განცხადებას გამოეხმაურა ოფიციალური მოსკოვი. კრემლის პოზიცია პუტინის პრესსპიკერმა გაახმოვანა. დიმიტრი პესკოვი ვაშინგტონთან დიალოგის მნიშვნელობაზე საუბრობს და უკრაინაში რუსეთის წარმოებულ ომში დასავლეთს ადანაშაულებს.

ომის დასრულების პირობად, უკრაინის პრეზიდენტი რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას ასახელებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დღეს, მოკავშირეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები დააწესონ.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები