თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, კომენტარი კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა.
ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ კოალიციაში ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა აპირებენ პარტნიორებთან ერთად განიხილონ გარკვეული ნაბიჯები, რათა "ქართულ ოცნებას" ყველა სფეროში შესაბამისი წინააღმდეგობა გაუწიონ.
"ვაპირებთ ჩვენს ხალხთან, ჩვენს პოლიტიკურ მეგობრებთან, პარტნიორებთან, კოლეგებთან ერთად განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები იმისათვის, რომ "ქართულ ოცნებას" არ დავუთმოთ არცერთი სფერო წინააღმდეგობისა და ბრძოლის გარეშე," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ნანა გოგატაძე