"მინდა მათ დარწმუნებით ვუთხრა, - მიიღებენ თუ არა მონაწილეობას 4 ოქტომბრის არჩევნებში, ისინი პირწმინდად წააგებენ ამ არჩევნებსაც," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, გივი მიქანაძემ ოპოზიციის მისამართით გააკეთა.
მისივე შეფასებით, ოპოზიცია ვიწროპარტიულ ინტერესებზეა ორიენტირებული და სწორედ ამიტომაა, რომ არჩევნები ზედიზედ მეცხრედ წააგო.
"საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს ადამიანები არიან ვიწროპარტიულ ინტერესებზე ორიენტირებული, მათ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინსვლა-განვითარების, მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების არანაირი ინტერესი არ აქვთ. სწორედ ამიტომაცაა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ზედიზედ ცხრა არჩევნები წააგო. მინდა მათ დარწმუნებით ვუთხრა, - მიიღებენ თუ არა მონაწილეობას 4 ოქტომბრის არჩევნებში, ისინი პირწმინდად წააგებენ ამ არჩევნებსაც," - აცხადებს გივი მიქანაძე.
ავტორი: ნანა გოგატაძე