20 აგვისტო 2026,   10:00
ვრცლად
ლანა გალდავა ანა დოლიძეზე: თუ პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკური პარტიის ლიდერის აქვს თავისი პოლიტიკური პარტიის დამოუკიდებლად განვითარების სურვილი, ეს მისი უფლებაა

მას შემდეგ, რაც ანა დოლიძემ კოალიცია "ძლიერი საქართველო" დატოვა, კოალიციაში პირველი კომენტარი გაკეთდა. "ძლიერი საქართველოს" წევრმა, ლანა გალდავამ აღნიშნა, რომ თუ პოლიტიკური პარტიის ლიდერს პარტიის დამოუკიდებლად განვითარება სურს, ეს მისი უფლებაა.

"ზოგადად, კოალიციები იქმნება არჩევნების წინ და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. არჩევნებს შორის პერიოდში, თუ პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკური პარტიის ლიდერის აქვს თავისი პოლიტიკური პარტიის დამოუკიდებლად განვითარების სურვილი, ეს არის მისი უფლება. ოფიციალური მიზეზი არის სწორედ მისი პარტიის სამომავლო საქმიანობა და მისი პარტიის გაზრდა-გაძლიერება. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა - არ მონაწილეობის საკითხს - ამაზე განმარტება თავად ანამ უნდა გააკეთოს," - აცხადებს ლანა გალდავა.

დღის ამბები