რუსთავის მერიამ პროექტის "მართე შენი ქალაქი" მე-9 ეტაპი დაიწყო. პროექტი რუსთაველი ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის მუშაობაში ჩართვის და დასაქმების მიზნით ხორციელდება.
"მართე შენი ქალაქი" სტუდენტური სტაჟირების პროგრამაა, პროგრამაში ჩართვა კი ონლაინრეგისტრაციით ხდება. მერიის სხვადასხვა სამსახურში, სტაჟირების პროცესი ერთი თვის განმავლობაში გრძელდება. პროექტში მონაწილეობა 3 წლის განმავლობაში 5000-მა სტუდენტმა მიიღო, მათგან 30 ახალგაზრდა კი უკვე დასაქმდა.