20 აგვისტო 2026,   03:38
ვრცლად
საქართველო აზიის ტურისტულ რუკაზე საკუთარ პოზიციებს ამყარებს - სეულის საერთაშორისო გამოფენაზე 70 000-ზე მეტი ვიზიტორი ჩვენს ქვეყანას ეცნობა

საქართველო აზიის ტურისტულ რუკაზე საკუთარ პოზიციებს ამყარებს. სეულის საერთაშორისო გამოფენაზე 70 000-ზე მეტი ვიზიტორი ჩვენს ქვეყანას ეცნობა. ოთხი დღის განმავლობაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან მართავს. ეროვნულ სტენდთან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიც არის წარმოდგენილი.

გამოფენაზე საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ღონისძიება გაიმართა. Emotions are georgia-ს შეხვედრაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ.

ღონისძიების ფარგლებში, ვიზიტორები ჩვენი ქვეყნის უნიკალურ კულტურას, მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და მრავალფეროვან ბუნებას გაეცნენ.

საქართველოს პოპულარიზაციის მიზნითა და ტურისტების ნაკადის მოსაზიდად შეხვედრები ჰანჯინგ თრეველისა და ჰერალდ მედიას ხელმძღვანელებთანაც გაიმართა.

სეულის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 1986 წლიდან იმართება და ორმოც წლიანი ისტორიის განმავლობაში ყოველწლიურად, რამდენიმე ათეული ქვეყნის ორგანიზაციას აერთიანებს. წელს კი, ამ ტურისტული თავგადასავლის მონაწილე საქართველოც გახდა.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები