პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ, რომ ერთიანობა აუცილებელია,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ზეწოლა უცხოელი პარტნიორების მხრიდან და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ ერთობლივად წარადგინონ თავიანთი ხედვა.
"პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა აუცილებელია და ისიც, რომ სიტუაცია კარგად გაიგონ. რაც დროს გადის უფრო რეალურია, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთობლივად იყოს. მაგრამ ეს არჩევნები მიღწეული იქნება მხოლოდ თუ პროტესტი გაგრძელდა, მხოლოდ თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორების ზეწოლა გაგრძელდა და თუ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ერთობლივად წარადგინონ თავიანთი ხედვა," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.