21 აგვისტო 2026,   07:49
ვრცლად
ორჯერ გაგზავნილი წერილი და ევროკავშირის ელჩის დუმილი - შალვა პაპუაშვილმა ჰერჩინსკისთვის მეორედ გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა

პარლამენტის თავმჯდომარემ, ევროკავშირის ელჩისთვის მეორედ გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა. შალვა პაპუაშვილს მიაჩნია, რომ როდესაც ევროკავშირის სახელს და დაფინანსებას, სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის მიზნებისთვის იყენებენ, მისი დაგმობა აუცილებელია. პარლამენტის სპიკერი პაველ ჰერჩინსკის კონკრეტულ შემთხვევებსაც ახსენებს: 9 მაისს ევროპის დღეზე მომხდარ თავდასხმას ჟურნალისტზე, 17 მაისს დეპუტატ მარიამ ლაშხზე სიტყვიერ შეურაცხყოფას მცირეწლოვან შვილებთან ერთად და 22 მაისს, ირაკლი ზარქუაზე განხორციელებულ თავდასხმას.

ოპოზიციისთვის ევროპული პერსპექტივის დამაზიანებელი, სახელისუფლებო გუნდის დამოკიდებულებაა. "ქართული ოცნების" ოპონენტებს არც წერილის შინაარსი მოსწონთ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროპული დახმარება, არადემოკრატიულ მიზნებს ხშირად ხმარდებოდა. "ქართული ოცნება" ამის ერთ-ერთ მაგალითად ორგანიზაცია "მოძრაობა სირცხვილიას" კამპანიას ასახელებს, რომელიც "ევროპული დემოკრატიის ფონდის" მიერ ფინანსდებოდა და "მოლოტოვის კოქტეილის" სროლას, პროტესტის ლეგიტიმურ საშუალებად წარმოაჩენდა.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროკავშირის ელჩისთვის მეორედ გაგზავნილი წერილი 30 მაისით თარიღდება. შალვა პაპუაშვილს პაველ ჰერჩინსკისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

დღის ამბები