21 აგვისტო 2026,   09:19
ვრცლად
შუახევში "სელიმობა" აღნიშნეს - სახალხო დღესასწაული საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლ სელიმ ხიმშიაშვილის სახელს უკავშირდება

შუახევში "სელიმობა" აღნიშნეს. სახალხო დღესასწაული საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლ ახალციხის ფაშის, სელიმ ხიმშიაშვილის სახელს უკავშირდება.

დღესასწაული ადგილობრივებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა. სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუზეუმსა და საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული ნამუშევრები.

აქტიური საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და მეცნიერული საქმიანობისათვის, სპეციალური პრემიით დაჯილდოვდნენ მოქალაქეები.

დღის ამბები