21 აგვისტო 2026,   00:36
ვრცლად
რუსთავის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

ქალაქ რუსთავის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება.

სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის N32 ნომერში არსებულ საცხოვრებელ კორპუსში. გამაგრებითი სამუშაოს დასრულების შემდეგ, გათვალისწინებულია ფასადის სრული რეაბილიტაციაც.

ისტორიული ქუჩის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი, რუსთაველის N25, N34 და N36 საცხოვრებელი კორპუსების სრულ გამაგრება-აღდგენას ითვალისწინებს, რისთვისაც ამ ეტაპზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

დღის ამბები