21 აგვისტო 2026,   03:19
ვრცლად
სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციამ, პირველ ეტაპზე ბიუჯეტს 52 მილიონ ლარზე მეტის დაზოგვის შესაძლებლობა უნდა მისცეს - პრემიერმა დღეს რეფორმის დაწყება ოფიციალურად დააანონსა

სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციამ, პირველ ეტაპზე ბიუჯეტს 52 მილიონ ლარზე მეტის დაზოგვის შესაძლებლობა უნდა მისცეს. პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე, რეფორმის დაწყება ოფიციალურად დააანონსა. საქართველოს რკინიგზას და ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო საწარმოების კონკრეტული გემა და დავალება უკვე აქვთ, რომლის განხორციელებაც ახალმა მენეჯმენტმა დაიწყო. ირაკლი კობახიძის თქმით, სააქციო საზოგადოებების გარდაქმნა, საბიუჯეტო სახსრების მობილიზებასთან ერთად, საწარმოების ეფექტურ სამომავლო საქმიანობას შეუწყობს ხელს.

სახელმწიფო საწარმოების, სიპებისა და შპს-ების ოპტიმიზაციის მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით ხორციელდება. სამთავრობო გუნდში განმარტავენ, რომ რეფორმის პროცესში შესაძლებელია დანაზოგი 100 მილიონ ლარს გაცდეს. მიზანი კი საწარმოების ეფექტურობის ზრდასთან ერთად მათი მოგებაზე გასვლაა.

ერთ-ერთი პირველი, სადაც რეფორმა უკვე დაწყებულია "საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემაა". ჯიესის გენერალური დირექტორის თქმით, შტატების ოპტიმიზაციის ხარჯზე, უწყებამ უკვე 3 მილიონი ლარი დაზოგა. ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ ცვლილებების მიზანი კვალიფიციური კადრების გაძლიერება და საწარმოს ეფექტიანი მუშაობის მნიშვნელოვანი ზრდაა.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ყველა საბიუჯეტო უწყებას შეეხება. ოპტიმიზაციამ ქვეყნის ბიუჯეტს უახლოეს მომავალში დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტის ეკონომია უნდა მისცეს.

დღის ამბები