21 აგვისტო 2026,   03:45
ვრცლად
მმართველი გუნდი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულებისთვის ბინადრობის მიღების უფლებას ამარტივებს - რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი

ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული კადრების მოზიდვა, აიტი სექტორის განვითარება და ამ მიმართულებით კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხების, რომელსაც ახალი კანონპროექტი უზრუნველყოფს. პროექტის მიხედვით, აიტი სფეროში დასაქმებულ პირებს, საქართველოში დროებით ბინადრობის უფლება ეძლევათ.

კანონპროექტის მიხედვით, აიტი სფეროში დასაქმებულ პირებს საქართველოში ბინადრობის ნებართვა 3 წლის ვადით მიეცემათ. თუმცა მის მოსაპოვებლად აიტი სპეციალისტი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. აუცილებელი პირობაა, რომ წლიური შემოსავალი 25 000 დოლარს აღემატებოდეს.

მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აფასებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ აიტი სფეროს ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, თუმცა გასათვალისწინებელია რისკებიც.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ის ვისაც საქართველოში ბინადრობის უფლება მიეცემა მკაცრ კონტროლს გაივლის, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახურები უზრუნველყოფენ. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ უცხოელი აიტი სპეციალისტების საქართველოში ჩამოსვლის მიზანი, ტექნოლოგიური კულტურის განვითარებაა.

ახალი კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე უკვე დაინიცირდა. უახლოეს მომავალში მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები